ბიუროს N30 სხდომა.

5 დეკემბერს აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი ბიუროს N30 სხდომა გაიმართა.
სხდომას უძღვებოდა საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი გელა ხოშტარია.
ბიუროს სხდომაზე განხილულ იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხები:
1. ,,აბაშის მუნიციპალიტეტის ქონების 2023 წლის საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 28 თებერვლის N6 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
2. ,,აბაშის მუნიციპალიტეტის ქონების 2023 წლის პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 28 თებერვლის N7 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
3. აბაშის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ელექტრონული აუქციონის წესით, იჯარის ფორმით გაცემის თაობაზე ,აბაშის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ.
4. აბაშის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის წესით, ქირავნობის ფორმით, სარგებლობის უფლებით შ.პ.ს ,,შანი“ აბაშის საოჯახო მედიცინის ცენტრზე გადაცემასთან დაკავშირებით, აბაშის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ.
5. აბაშის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის წესით, სასყიდლიანი სარგებლობის უფლებით, იჯარის ფორმით, სს ,,სილქნეტი“-ზე გადაცემის თაობაზე, აბაშის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ.
6. აბაშის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ა.(ა). ი. პ ორგანიზაცია ,,სიკეთის მაძიებელზე“ პირდაპირი განკარგვის წესით, სარგებლობის უფლებით, უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემასთან დაკავშირებით, აბაშის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ.

მომხსენებელი გია კუცია-აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინფრასტრუქტურის, ეკონომიკური და ქონების მართვის კომისიის თავმჯდომარე.

გამოგვიწერეთ
გვიყურეთ
მოგვწერეთ
RSS
Skip to content