საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივის ფარგლებში, აბაშის მუნიციპალიტეტის მარნის, სეფიეთისა და ნოღოხაშის საჯარო სკოლების სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
საჯარო სკოლების რეაბილიტაციის პროექტს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო ახორციელებს და მისი სავარაუდო ღირებულება 7 591 294 ლარს შეადგენს.
ახალი სასწავლო წლიდან მარნის, სეფიეთისა და ნოღოხაშის სკოლები მოსწავლეებს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აღჭურვილ, საგანმანათლებლო და სპორტული ინფრასტრუქტურით უზრუნველყოფილ, კომფორტულ და უსაფრთხო გარემოში მიიღებენ.
2024 წელს დაგეგმილია 2 ახალი საჯარო სკოლის, ქალაქის მეორე და გულეიკარის სკოლების მშენებლობა.

გამოგვიწერეთ
გვიყურეთ
მოგვწერეთ
RSS
Skip to content