ახალი საცხოვრებელი სახლები აშენდა

2023 წელს აბაშის მუნიციპალიტეტში საქართველოს მთავრობის განკარგულებით, სტიქიური მოვლენების შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების ფარგლებში, ძლიერი ქარის შედეგად დაზიანებული, ავარიული და საცხოვრებლად გამოუსადეგარი 5 სახლის ნაცვლად, აშენდა ახალი, თანამედროვე საცხოვრებელი სახლები, გადაიხურა 4 მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლი.
მთავრობის სარეზერვო ფონდიდან სტიქიისგან დაზარალებული მოსახლეობის დაზიანებული კერძო სახლების კომპენსაციის გაცემის მიზნით, 857 ოჯახზე 286 000 ლარამდე გაიცა, ხოლო მერიის სარეზერვო ფონდის ბიუჯეტიდან, 27 000 ლარამდე ფულადი კომპენსაცია გაიცა 21 კერძო სახლის სოციალურად დაუცველ მესაკუთრეზე.

გამოგვიწერეთ
გვიყურეთ
მოგვწერეთ
RSS
Skip to content