სისხლის უანგარო დონაციის აქცია გაიმართა

აბაშის მუნიციპალიტეტის მერიისა და საოჯახო მედიცინის კლინიკა „შანის“ მხარდაჭერით, ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა, სისხლის უანგარო დონაციის აქცია გამართა.
ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად აქციაში ჩაერთვნენ მუნიციპალიტეტის მერიის, მერიას დაქვემდებარებული სტრუქტურების თანამშრომლები.
დონაციის აქცია ადამიანების სიცოცხლის გახანგრძლივებას, უმეტეს შემთხვევაში კი, სიცოცხლის გადარჩენას უზრუნველყოფს.
მსგავს კამპანიაში მონაწილეობის მზადყოფნის სურვილს მუნიციპალიტეტის მერია მუდმივად გამოთქვამს.

გამოგვიწერეთ
გვიყურეთ
მოგვწერეთ
RSS
Skip to content