ახალი წლისთვის მზადება მიმდინარეობს

აბაშის მუნიციპალიტეტში ახალი წლისთვის მზადება მიმდინარეობს.
საახალწლო ილუმინაციები მთელი ქალაქის მასშტაბით მონტაჟდება. ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას სახელობის სკვერში დაიდგა ნაძვის ხე, სკვერთან ერთად ცენტრალური ქუჩა საახალწლოდ სხვადასხვა დეკორაციული სანათებითა და ილუმინაციებით ირთვება, ასევე ილუმინაციებით განათდება „განახლებული რეგიონების“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში რეაბილიტირებული რკინიგზის სადგურის შენობა.
რამდენიმე დღეში, საზეიმო ვითარებაში აინთება ქალაქის ნაძვის ხე.
აბაშის მუნიციპალიტეტის მერია მოსახლეობას და ჩამოსულ სტუმრებს სასიამოვნო საახალწლო დღეების გატარებას ჰპირდება.
საახალწლო ღონისძიებების პროგრამა აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ოფიციალურ ფეისბუქის გვერდზე განთავსდება.

გამოგვიწერეთ
გვიყურეთ
მოგვწერეთ
RSS
Skip to content