მზადება ახალი წლისთვის..

აბაშის მუნიციპალიტეტში ახალი წლისთვის მზადება მიმდინარეობს.
საახალწლო ილუმინაციები მთელი ქალაქის მასშტაბით მონტაჟდება.
ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას სახელობის სკვერში დაიდგა ნაძვის ხე, სკვერთან ერთად ცენტრალური ქუჩა საახალწლოდ სხვადასხვა დეკორაციული სანათებითა და ილუმინაციებით ირთვება, ასევე ილუმინაციებით განათდება „განახლებული რეგიონების“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში რეაბილიტირებული რკინიგზის სადგურის შენობა.
რამდენიმე დღეში, საზეიმოდ აინთება ქალაქის ნაძვის ხე.

გამოგვიწერეთ
გვიყურეთ
მოგვწერეთ
RSS
Skip to content