დასასვენებელი სივრცეების მოწყობა მიმდინარეობს

აბაშის მუნიციპალიტეტში, თავისუფლების ქუჩაზე, N157 და N35 მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლებთან მიმდინარეობს სარეკრეაციო დასასვენებელი სივრცეების მოწყობა.
აღნიშნულ მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებთან, დასასვენებელ სივრცეში სკვერის შიდა პერიმეტრი ფილებით მოპირკეთდება, დამონტაჟდება გარე განათება, საბავშვო არტაქციონები, დაიდგმება ძელსკამები და მოწესრიგდება საპარკინგე ინფრასტრუქტურა. სკვერის ტერიტორიაზე გაშენდება დეკორატიული ნარგავები.
სამუშაოები რეგიონული განვითარების ფონდიდან ფინანსდება.
2024 წელს იგეგმება 5 სარეკრეაციო დასასვენებელი სივრცის მოწყობა.

გამოგვიწერეთ
გვიყურეთ
მოგვწერეთ
RSS
Skip to content