აბაშაში საახალწლო ღონისძიება გაიმართება

მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით 31 დეკემბერს აბაშაში საახალწლო ღონისძიება გაიმართება.
ღონისძიების ადგილი: ზვიად გამსახურდიას და მერაბ კოსტავას სახელობის პარკი.
18:00 – ორკესტრის და კოსტუმირებული გმირების მსვლელობა და სანტას შეხვედრა ბავშვებთან.
18:00-00:00 – საშობაო ბაზრობა: ადგილობრივი ნაწარმის, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა,
გლინტვეინი, კრეპი, ცხელი შოკოლადი, ჰოთდოგი.
18:00-00:00 – საბავშვო სივრცე: საახალწლო ორცხობილების მოხატვა, ნაძვის ხის სათამაშოს გაფერადება, საახალწლო კერამიკის და ხის ფიგურების დამზადება და გაფერადება, ქისების, მისალოცი ბარათების, ჯინჯერის სათამაშოების დამზადება, სახის მოხატვა.
18:00-01:00 – მუსიკალური ინსტალაცია – „ლაპლანდია“.
18:15-20:30 – მუსიკალური გაფორმება: Dj Kashia.
20:30-21:00 – ზღაპრის გმირების მსვლელობა ორკესტრთან ერთად.
21:00-22:15 – მუსიკალური გაფორმება: Dj Kashia.
22:15-22:45 – ორკესტრის და კოსტუმირებული გმირების მსვლელობა.
22:45-23:00 – მუსიკალური გაფორმება: Dj Kashia.
23:00-01:00 – გალა კონცერტი: ანსამბლი „გორდელა“, ოთო ნემსაძე და ბენდი.
00:00 – ანსამბლი „ჰარირა“ – მრავალჟამიერი და საზეიმო ფოიერვერკი.
წამყვანი – ოთარ ლასხიშვილი
ერთად აღვნიშნოთ ახალი წლის დღეები საქართველოში.

გამოგვიწერეთ
გვიყურეთ
მოგვწერეთ
RSS
Skip to content