საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროგრამის განხორციელება იწყება

2024 წელს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივის ფარგლებში, აბაშის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროგრამის განხორციელება დაიწყება.
დაგეგმილია 4 საბავშვო ბაღის მშენებლობა: სუჯუნაში, ნაესაკოვოში, სამიქაოსა და კეთილარში.
სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება 150 ბავშვზე გათვლილ ქალაქის პირველი საბავშვო ბაღის შენობას, 75 ბავშვზე გათვლილ მაიდნისა და მარნის საბავშვო ბაღებს.
სამშენებლო სამუშაოები საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდიდან 8 413 000 ლარით დაფინანსდება.
სამუშაოები კოსმეტიკურ და ტექნიკურ რემონტს ითვალისწინებს, ასევე, პროექტის მიხედვით, შეიცვლება სახურავიც და კომუნიკაციებიც, დამონტაჟდება ახალი გათბობის სისტემა, მოეწყობა ეზო და ატრაქციონები, ბაღები სრულად იქნება ადაპტირებული განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირთათვის და გათვალისწინებული იქნება ბავშვთა უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტები.
პატარები სკოლამდელ განათლებას თანამედროვე სტანდარტების შესაბამის გაუმჯობესებულ გარემოში მიიღებენ.

გამოგვიწერეთ
გვიყურეთ
მოგვწერეთ
RSS
Skip to content