ანტიკორუფციული ბიუროს წარმომადგენლებმა საინფორმაციო შეხვედრა გამართეს

აბაშის მუნიციპალიტეტში, ანტიკორუფციული ბიუროს წარმომადგენლებმა მერიის თანამშრომლებისთვის საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.
შეხვედრას ესწრებოდნენ: აბაშის მუნიციპალიტეტის მერი, გიგა გაბელაია, მერის პირველი მოადგილე, ირაკლი პერტენავა, მოადგილე, გიგა ჯვარელია, სხვადასხვა სამსახურის უფროსები და თანამშრომლები.
ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის მოადგილემ, ანა კალანდაძემ, დამსწრე საზოგადოებას ბიუროს ფუნქციები და ძირითადი მიმართულებები გააცნო. ასევე, ყურადღება გაამახვილა ანტიკორუფციული პოლიტიკის მნიშვნელობაზე, ორგანიზაციის სტრატეგიასა და მიზნებზე.
ბიუროს იურისტ-ანალიტიკოსებმა ისაუბრეს განხორციელებულ აქტივობებსა და სამომავლო პროექტებზე. საუბარი შეეხო ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიის როლს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის მიმართულებით.
გიგა გაბელაიამ თავის გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიის შემუშავებისა და იმპლემენტაციის ნაწილში მუნიციპალიტეტების ჩართულობის მნიშვნელობაზე.
ბიუროს წარმომადგენლებმა ასევე განიხილეს თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების უზრუნველყოფის, მონიტორინგისა და პოლიტიკური ფინანსების მიმართულებები, მამხილებელთა დაცვის მექანიზმები.

გამოგვიწერეთ
გვიყურეთ
მოგვწერეთ
RSS
Skip to content