სპორტული ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება

ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება, ახალგაზრდებში მისი პოპულარიზაცია და შესაბამისი ინფრასტრუქტურული მზაობა, ადგილობრივი თვითმმართველობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ამ მიმართულებით მიმდინარეობს და იგეგმება არაერთი სპორტული ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება.
ამ მიმართულებით 2023 წელს განხორციელდა 4 პროექტი, 2024 წელს დაგეგმილია 10 სპორტული ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება, ღირებულება- 1 200 000 ლარი.
მნიშვნელოვანია, რომ მოეწყო სტადიონები დავით კაჭარავას ქუჩაზე და პოლიციის მიმდებარედ, თავისუფლების ქუჩაზე. ღირებულება_215 000 ლარი.
პროექტის ფარგლებში მთლიანად შეიცვალა დაზიანებული სპორტული ინვენტარი და ბალახის ხელოვნური საფარი. განახლდა ლითონის მავთულბადიანი ღობე, ფეხბურთისა და კალათბურთის მოედნები სრულად რეაბილიტირდა.
აღნიშნული პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსდა.

გამოგვიწერეთ
გვიყურეთ
მოგვწერეთ
RSS
Skip to content