განხორციელებული და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული სამუშაოები

აბაშის მუნიციპალიტეტში, საქართველოს მთავრობის N2467 განკარგულებით, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების პროექტის ფარგლებში, 9 პროექტი განხორციელდა. ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის 810 000 ლარი დაიხარჯა.
2024 წელს დაგეგმილია 10 ინფრასტრუქტურული ობიექტის რეაბილიტაცია. ღირებულება-700 000 ლარი.
სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების პროექტის ფარგლებში, რეაბილიტაცია ჩაუტარდა დაზიანებულ მილ-ხიდებს, დამბებს, განხორციელდა სხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოები.
გეზათისა და ქოლობნის საზღვარზე, აუზების დასაწყისში, დაზიანებული ხიდე-ბოგირი რეაბილიტირდა.
ასევე მოეწყო ხიდე-ბოგირი ნორიოს ადმინისტრაციულ ერთეულში მდ. ცუდღარზე.
ონტოფოს ადმინისტრაციულ ერთეულში გიორგი ნადარეიშვილის სახელობის ქუჩაზე, N52-ის გვერდით მილ-ხიდი მოეწყო.
ასევე, N125-ის გვერდით შემავალ ჩიხში არსებული მილ-ხიდის მოწყობისა და სანიაღვრე არხის ამოწმენდის სამუშაოები განხორციელდა.
ონტოფოში, მდ. ნოღელაზე, ჭალეს უბანში დაზიანებული დამბის სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდა.
სოფელ გულუხეთში მდ. კოვზაზე კალაპოტი გაიწმინდა.
სოფელ სეფიეთში, სამელიოს უბანში სტიქიის შედეგად დაზიანებული ხიდე-ბოგირი რეაბილიტირდა.
მიმდინარეობს: სოფელ გეზათში, კოდარას უბანში და სამიქაო-მაიდნის ადმინისტრაციულ ერთეულში, ყურუების უბანში, მდინარე კოვზაზე დაზიანებული ხიდის მოწყობა.

გამოგვიწერეთ
გვიყურეთ
მოგვწერეთ
RSS
Skip to content