წარჩინებული კურსდამთავრებულების დაჯილდოება გაიმართა

აბაშის მუნიციპალიტეტის მერიაში წარჩინებული კურსდამთავრებულების, ოქროსა და ვერცხლის მედალოსნების დაჯილდოება გაიმართა.
მედლები წარჩინებულ კურსდამთავრებულებს, აბაშის მუნიციპალიტეტის მერმა, გიგა გაბელაიამ და საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, მერაბ მიგინეიშვილმა გადასცეს.
აბაშის მუნიციპალიტეტს 2021-2022 წელს, სკოლის 21 ოქროსა და 2 ვერცხლის მედალოსანი კურსდამთავრებული ჰყავს.
„გილოცავთ ამ დიდ წარმატებას, დარწმუნებული ვარ, თქვენი შრომისმოყვარეობით, პროფესიონალიზმით, გამოცდილებითა და განათლებით ასახელებთ ოჯახს, სკოლას, მუნიციპალიტეტს. ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი მოხდა ჩვენს ქვეყანაში, რაც თქვენი, თითოეული ახალგაზრდის განვითარების უკეთესი გზაა, ყველას გილოცავთ ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსის მიღებას.
განათლებაზე ზრუნვა მთავრობის სტრატეგიული პრიორიტეტია, უპრეცედენტოა პრემიერ-მინისტრის ინიციატივა, რომელიც 800 სკოლის რეაბილიტაცია-აშენებას შეეხება. ამ მიმართულებით აბაშის მუნიციპალიტეტში არაერთი პროექტი ხორციელდება, მიმდინარეობს მარნის, სეფიეთისა და ნოღოხაშის საჯარო სკოლების სრული რეაბილიტაცია, 2024 წელს აშენდება 2 ახალი სკოლა- ქალაქის მეორე და გულეიკარის საჯარო სკოლები. პროექტი საგანმანათლებლო რესურსებზე თანაბარ ხელმისაწვდომობასა და მათ გაუმჯობესებას უზრუნველყოფს. გილოცავთ დამდეგ ახალ წელს, რომელიც ახალი იმედების, მიღწევების და გამარჯვებების წელი იქნება“,_აღნიშნა გიგა გაბელაიამ.
შეხვედრას ესწრებოდნენ აბაშის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები, საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენლები, პედაგოგები, სკოლის დირექტორები, მშობლები.

გამოგვიწერეთ
გვიყურეთ
RSS
Skip to content