საახალწლო დღეები გრძელდება

აბაშაში საახალწლო დღეები გრძელდება.
დღეს, ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას სახელობის პარკში საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, საახალწლო ღონისძიება გაიმართება.
ამ წუთებში, მოსამზადებელი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. საახალწლო ღონისძიებაზე მოსულ სტუმრებს, მთელი დღის განმავლობაში, სანახაობრივად დატვირთული პროგრამა ელოდებათ.
საახალწლო ღონიძიება 18:00 საათზე დაიწყება:
ორკესტრის და კოსტუმირებული გმირების მსვლელობა და სანტას შეხვედრა ბავშვებთან.
გაიმართება საშობაო ბაზრობა: ადგილობრივი ნაწარმის, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა,
გლინტვეინი, კრეპი, ცხელი შოკოლადი, ჰოთდოგი.
მოეწყობა საბავშვო სივრცე: საახალწლო ორცხობილების მოხატვა, ნაძვის ხის სათამაშოს გაფერადება, საახალწლო კერამიკის და ხის ფიგურების დამზადება და გაფერადება, ქისების, მისალოცი ბარათების, ჯინჯერის სათამაშოების დამზადება, სახის მოხატვა, მუსიკალური ინსტალაცია – „ლაპლანდია“,
ზღაპრის გმირების მსვლელობა ორკესტრთან ერთად.
მუსიკალური გაფორმება: Dj Kashia.
23:00 საათზე, გალა კონცერტზე, ანსამბლი „გორდელა“, ოთო ნემსაძე და ჯგუფი “LIMBO” მიულოცავენ აბაშელებს ახალ წელს.
00:00 – ანსამბლი „ჰარირა“ – მრავალჟამიერი და საზეიმო ფოიერვერკი.
ღონისძიებას გაუძღვება ოთარ ლასხიშვილი.
გელოდებით ყველას!
ერთად აღვნიშნოთ ახალი წლის დღეები საქართველოში!

გამოგვიწერეთ
გვიყურეთ
RSS
Skip to content