გილოცავთ შობა-ახალ წელს

ახალი წლის შემობრძანებას ვულოცავ სრულიად საქართველოს, ვულოცავ ჩემს აბაშელებს, 2024 წელი სიკეთის, სიჯანსაღის, სიყვარულის, მადლის, ბარაქის მომტანი ყოფილიყოს თქვენთვის და სრულიად საქართველოსთვის.
გასული წელი ჩვენი ქვეყნისთვის წარმატებული იყო, ჩვენ ძირძველი ევროპული კულტურის ქვეყანა ვართ, ჩვენმა ქვეყანამ დაიმსახურა დაუბრუნდეს საკუთარ ევროპულ ოჯახს, როგორც მისი სრულფასოვანი წევრი. ყველას ვულოცავ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებას, ვულოცავთ და მადლობა მათ, ვინც ევროპული ფასეულობების განმტკიცებას ემსახურება.
შობა-ახალ წელს ვულოცავ იმ ადამიანებს, რომლებიც მოქალაქეების უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობაზე ზრუნავენ, ვულოცავ უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებს, საამაყო ჯარისკაცებს, პედაგოგებს, ვულოცავ ყველას, ვინც ღირსეულად ემსახურება ჩვენს ქვეყანას.
გასული წელი ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის წარმატებული იყო, განხორციელდა არაერთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი, განვახორციელეთ ჩვენს მოქალაქეებზე მორგებული სოციალური და ჯანდაცვის პროექტები და პროგრამები.
დარწმუნებული ვარ, 2024 წელს გვექნება უფრო მეტი წინსვლა, განვითარება, ახალი წელი ჩვენი ქვეყნის გამთლიანების, მშვიდობისა და წარმატებების მომტანი ყოფილიყოს.
გიგა გაბელაია,
აბაშის მუნიციპალიტეტის მერი

გამოგვიწერეთ
გვიყურეთ
მოგვწერეთ
RSS
Skip to content