სხდომას უძღვებოდა საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი გელა ხოშტარია.
საკრებულოს წევრებმა განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხები:
1. აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 26 თებერვლის მორიგი N2 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ
მომხსენებელი გელა ხოშტარია-აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი.
2. აბაშის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და აბაშის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ.
მომხსენებელი დათო თოფურია -აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის და მუნიციპალური სერვისების სამსახურის მუნიციპალური ქონების და ადგილობრივი მოსაკრებლის განყოფილების უფროსი.
3. აბაშის მუნიციპალიტეტის მერისთვის ხელშეკრულების დადებაზე, რომლის ღირებულება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახდელების 5%-ს აღემატება, თანხმობის მიცემის შესახებ.
მომხსენებელი თეიმურაზ ნოდია-აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი.
4. ,,საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში აბაშის მუნიციპალიტეტში დასახლებების მიხედვით შერჩეული პროექტებისა და გამოყოფილი თანხის განაწილების შესახებ“.
მომხსენებელი მაგდა მესხი-აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის და ურბანული განვითარების სამსახურის ინფრასტრუქტურის განვითარების განყოფილების უფროსი.
5. აბაშის მუნიციპალიტეტის ქონების 2024 წლის საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ.
6. აბაშის მუნიციპალიტეტის ქონების 2024 წლის პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ.
მომხსენებელი დათო თოფურია -აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის და მუნიციპალური სერვისების სამსახურის მუნიციპალური ქონების და ადგილობრივი მოსაკრებლის განყოფილების უფროსი.
7. აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ანგარიში 2023 წელს გაწეული მუშაობის შესახებ.
მომხსენებელი მანანა ჯღარკავა- აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების უფროსი.
8. აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის ანგარიში 2023 წელს გაწეული მუშაობის შესახებ.
მომხსენებელი მამუკა თელია -აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსი.
9. ა(ა)იპ აბაშის სკოლამდელი და სკოლისგარეშე სააღმზრდელო დაწესებულებების ანგარიში 2023 წელს გაწეული მუშაობის შესახებ.
მომხსენებელი დარეჯან ელიაძე – ა(ა)იპ აბაშის სკოლამდელი და სკოლისგარეშე სააღმზრდელო დაწესებულებების დირექტორი.
10. ა(ა)იპ აბაშის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ხელოვნების განვითარების ცენტრის ანგარიში 2023 წელს გაწეული მუშაობის შესახებ.
მომხსენებელი ვლადიმერ ავალიანი- ა(ა)იპ აბაშის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ხელოვნების განვითარების ცენტრის დირექტორი.