აბაშის მუნიციპალიტეტის მერი, გიგა გაბელაია ამჯერად ეწერის საჯარო სკოლას ესტუმრა, სკოლის ინფრასტრუქტურა დაათვალიერა, უფროსკლასელებსა და პედაგოგებს შეხვდა.
მერმა ახალგაზრდებთან განათლების, კულტურის, სპორტის განვითარების შესახებ ისაუბრა, ყურადღება გამახვილდა მათ უმთავრეს საჭიროებებსა და გამოწვევებზე, იმ პროექტებზე, რომლებიც უშუალოდ ახალგაზრდების ჩართულობით განხორციელდება.
ასევე, საუბარი შეეხო ახალგაზრდებთან კომუნიკაციის მნიშვნელობას, მერმა მათთან აქტიური თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა.
„ვისაუბრეთ სპორტის, კულტურის მიმართულებაზე და განათლების ხელშეწყობაზე, პროექტების დაგეგმვისას ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ახალგაზრდა თაობის აზრის გათვალისწინება, ჩვენ მზად ვართ მათგან მოვისმინოთ ნებისმიერი რეკომენდაცია, სიახლე და ერთად დავგეგმოთ მუნიციპალიტეტში მათი განხორციელების გზები,“ – განაცხადა გიგა გაბელაიამ.
მერთან შეხვედრისას მასწავლებლებმა აქტუალური საკითხი განიხილეს და სკოლებში არსებული გამოწვევების დაძლევის გზებზე იმსჯელეს. მერის თქმით თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად, სკოლების ინფრასტრუქტურის მოსაწყობად ინტენსიური მუშაობა გრძელდება და მუნიციპალიტეტის მასშტაბით ყველა საჯარო სკოლა ინფრასტრუქტურულად გამართული იქნება. ასევე, აღინიშნა, რომ სულ მალე მუნიციპალური ტრანსპორტი დაიწყებს მოძრაობას, რაც პედაგოგებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და მასწავლებლებს შესაძლებლობა მიეცათ, მათთვის საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით ამომწურავი ინფორმაცია უშუალოდ მერისგან მიეღოთ.
მერის შეხვედრები სკოლებში გაგრძელდება.
მსგავსი ინფორმაცია:

აბაშის მუნიციპალიტეტში უამინდობისგან შექმნილი პრობლემების აღმოსაფხვრელად შესაბამისი ღონისძიებები გატ...

სოფლის მხარდაჭერის პროგრამა

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების შერჩევის პროცესი დაიწყო

სეფიეთში ნაპირსამაგრი სამუშაოები დაიწყო

სასკოლო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება იწყება

კულტურის ცენტრთან არსებული ბენდის სოლო კონცერტი გაიმართა

საქართველოს მიენიჭა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი

გილოცავთ სტუდენტობას!

„შანის" და მერიის ერთობლივი სამედიცინო დახმარება მოსახლეობას

შეხვედრები გაიმართა სუჯუნის, ზანათისა და წყემის ადმინისტრაციულ ერთეულებში.

აბაშის მუნიციპალიტეტის მერი გაეროს განვითარების პროგრამის ორგანიზებით გამართულ შეხვედრაში მონაწილეობ...

11 ოქტომბერი გლოვის დღედ გამოცხადდა

სამხატვრო განყოფილების მოსწავლეთა ნახატების გამოფენა გაიხსნა












