საკრებულოს სხდომა.

8 აპრილს აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი N6 სხდომა გაიმართა.
სხდომას უძღვებოდა საკრებულოს თავმჯდომარე გელა ხოშტარია.
საკრებულოს წევრებმა განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხები:
1. აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 8 აპრილის მორიგი N6 სხდომის დღის წესრიგის პროექტის დამტკიცების შესახებ.
მომხსენებელი გელა ხოშტარია-აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე.
2. ,,აბაშის მუნიციპალიტეტის მერისთვის ხელშეკრულების დადებაზე, რომლის ღირებულება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახდელების 5%-ს აღემატება თანხმობის მიცემის შესახებ.
3. ,,აბაშის მუნიციპალიტეტის მერისთვის ხელშეკრულების დადებაზე, რომლის ღირებულება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახდელების 5%-ს აღემატება თანხმობის მიცემის შესახებ.
მომხსენებელი თეიმურაზ ნოდია-აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი.
4. აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის ანგარიში 2023 წელს გაწეული მუშაობის შესახებ.
მომხსენებელი დიმიტრი ცანავა-აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი.
5. აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის და ურბანული განვითარების სამსახურის ანგარიში 2023 წელს გაწეული მუშაობის შესახებ.
მომხსენებელი იასონ კიზირია-აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის და ურბანული განვითარების სამსახურის უფროსი.

გამოგვიწერეთ
გვიყურეთ
RSS
Skip to content