1989 წლის 9 აპრილს თბილისში დატრიალებული ტრაგედიიდან 35 წელი გავიდა

1989 წლის 9 აპრილს თბილისში დატრიალებული ტრაგედიიდან 35 წელი გავიდა.
აბაშის მუნიციპალიტეტის მერმა, გიგა გაბელაიამ, საკრებულოს თავმჯდომარესთან, გელა ხოშტარიასთან ერთად 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო და მემორიალი ყვავილებით შეამკო.
9 აპრილს დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა დეკანოზმა კონსტანტინე კაჭარავამ.
მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებთან ერთად, დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს: მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებმა, ეროვნული მოძრაობის ძველი გვარდიის წარმომადგენლებმა, მოქალაქეებმა.
მემორიალთან გაიმართა დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ლიტერატურული კომპოზიცია, გაიხსენეს ფაქტები საქართველოს უახლესი ისტორიიდან.
“ქართველმა ერმა თამამად გამოხატა სწრაფვა თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისაკენ, 9 აპრილი ჩვენს მეხსიერებაში დიდი ტკივილის გარდა, სიამაყესთან ასოცირდება, სიმბოლოა გამარჯვებისა და ძლიერების, ჩვენ პატივს მივაგებთ 9 აპრილს შეწირულთა ხსოვნას, ქედს ვიხრით მათი სულების წინაშე, მადლობა თავისუფლებისთვის“, – განაცხადა გიგა გაბელაიამ.
საქართველოს ისტორიაში 9 აპრილი ორ მნიშვნელოვან თარიღს უკავშირდება_1989 წლის ტრაგედიასა და 1991 წელს დამოუკიდებლობის აღდგენას.
1989 წლის 9 აპრილს, საბჭოთა კავშირის სადამსჯელო სამხედრო ნაწილებმა მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რის შედეგადაც 21 უდანაშაულო ადამიანი დაიღუპა.
9 აპრილიდან ზუსტად ორი წლისთავზე, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ, ზვიად გამსახურდიას მეთაურობით საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი მიიღო.

 

გამოგვიწერეთ
გვიყურეთ
მოგვწერეთ
RSS
Skip to content