სოციალური დახმარების გაცემის კომისიის სხდომა გაიმართა

აბაშის მუნიციპალიტეტის მერიაში სოციალური დახმარების გაცემის კომისიის სხდომა გაიმართა.
მუნიციპალიტეტის მერმა, კომისიის თავმჯდომარემ, გიგა გაბელაიამ, მერის პირველმა მოადგილემ, ირაკლი პერტენავამ, კომისიის წევრებთან ერთად განიხილეს მოქალაქეთა 57 განცხადება. მიზნობრივ ჯგუფებს განესაზღვრათ შესაბამისი დახმარებები, მათ შორის მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების პროგრამით დაფინანსდა 12 ბენეფიციარი.
1 იანვრიდან დღემდე სხვადასხვა კატეგორიის დახმარება გაეწია 1041 ბენეფიციარს, მათ შორის, მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების პროგრამით მიიღო დახმარება 229 მოქალაქემ, ღირებულებით 100 988 ლარი.
მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება, ჯანდაცვის სერვისებზე თანაბარი წვდომის შესაძლებლობა, მერიის საქმიანობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია. მიმდინარე წელს, აბაშის მუნიციპალიტეტში მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის 18 მუნიციპალური პროგრამა მოქმედებს.

გამოგვიწერეთ
გვიყურეთ
მოგვწერეთ
RSS
Skip to content