კეთილარის ადმინისტრაციულ ერთეულის საჯარო სკოლაში შეხვედრა გაიმართა

ახალგაზრდულ იდეებზე, ინიციატივებზე, არსებულ გამოწვევებსა და მათი დაძლევის გზებზე, ახალგაზრდულ ინტერესებსა და სოფლის საჭიროებებზე ისაუბრეს აბაშის მუნიციპალიტეტის მერთან, გიგა გაბელაიასთან კეთილარის ადმინისტრაციულ ერთეულის საჯარო სკოლაში, უფროსკლასელებთან და პედაგოგებთან შეხვედრაზე.
შეხვედრას მერთან ერთად ესწრებოდნენ: საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი კეთილარის ადმინისტრაციული ერთეულიდან ბაქარ შელია, მერის წარმომადგენელი კეთილარის ადმინისტრაციულ ერთეულში, ბაგრატ ჩაგანავა, მერიის საორგანიზაციო და ადმინისტრაციულ ერთეულებში საქმიანობის კოორდინაციის განყოფილების უფროსი, გიორგი ქოიავა.
„ახალგაზრდების განვითარებისათვის შესაბამისი გარემოს შესაქმნელად და მხარდასაჭერად მნიშვნელოვანია მათი საჭიროებების ცოდნა, ვცდილობთ, აბაშელი ახალგაზრდების აქტიურობა და ჩართულობა მუნიციპალიტეტის ყოველდღიურ ცხოვრებაში იყოს მაქსიმალურად ასახული, რადგან ახალგაზრდებმა უკეთესი მომავლის შექმნას უნდა შეუწყონ ხელი. ძალიან დიდ პოტენციალს ვხედავთ მათში, დიდ რესურსს, ვაფასებთ ახალგაზრდულ ენერგიას, ნიჭს, შემართებას. მათ შესაძლებლობებს ვაქცევთ აბაშისა და ჩვენი ქვეყნის ძალად,“-აღნიშნა გიგა გაბელაიამ.
პედაგოგებთან შეხვედრაზე საუბარი შეეხო სხვადასხვა აქტუალურ საკითხს. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და მასწავლებლებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მათთვის საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით შეკითხვები დაესვათ და უშუალოდ მუნიციპალიტეტის მერისგან მიეღოთ ამომწურავი ინფორმაცია.
მერის თქმით, საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად მასშტაბური ღონისძიებები მიმდინარეობს, მუნიციპალიტეტის ყველა სკოლა იქნება ინფრასტრუქტურულად გამართული. მერმა ისაუბრა ასევე განხორციელებულ თუ დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე.
“კეთილარში განხორციელდა არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტი, მიმდინარეობს სარეკრეაციო სივრცის მოწყობა, ბეტონის გზა დაიგება N6 და N7 ქუჩებზე, მალე დაიწყება ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა, მოძრაობს მუნიციპალური ტრანსპორტი, რაც ამ სოფელს კიდევ უფრო მეტ სიკეთეს მოუტანს,”-განაცხადა შეხვედრაზე მუნიციპალიტეტის მერმა.      შეხვედრები ადმინისტრაციული ერთეულების სკოლებში გაგრძელდება.

გამოგვიწერეთ
გვიყურეთ
მოგვწერეთ
RSS
Skip to content