ინფრასტრუქტურის ეკონომიკური და ქონების მართვის კომისიის სხდომა.

16 აპრილს აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინფრასტრუქტურის ეკონომიკური და ქონების მართვის კომისიის სხდომა გაიმართა. კომისიის წევრებმა განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები:
1. აბაშის მუნიციპალიტეტის კერძო სამართლის იურიდიული პირის ძირითადი საშუალებების გასხვისებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის ,ქონების საწყისი საფასურის, ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემისას ქირის საფასურის და ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესის დამტკიცების შესახებ დადგენილების პროექტის განხილვის თაობაზე.
2. მდგრადი განვითარების მიზნების აბაშის მუნიციპალური დოკუმენტის დამტკიცების შესახებ განკარგულების პროექტის განხილვის თაობაზე.
3. აბაშის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის წესით, სასყიდლიანი სარგებლობის უფლებით, იჯარის ფორმით, სს ,,სილქნეტი“-ზე გადაცემის თაობაზე აბაშის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ განკარგულების პროექტის განხილვის თაობაზე.

მომხსენებელი გია კუცია-აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინფრასტრუქტურის ეკონომიკური და ქონების მართვის კომისიის თავმჯდომარე.

გამოგვიწერეთ
გვიყურეთ
მოგვწერეთ
RSS
Skip to content