სამიქაო-მაიდნის ადმინისტრაციულ ერთეულში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

აბაშის მუნიციპალიტეტის მერი, გიგა გაბელაია, იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორთან, დავით სიმონიასთან ერთად, სამიქაო-მაიდნის ადმინისტრაციულ ერთეულში მოსახლეობას შეხვდა.
შეხვედრაზე შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა აბაშის მუნიციპალიტეტის მერმა გიგა გაბელაიამ.
ფოთის იურიდიული დახმარების სამსახურის ბიუროს ხელმძღვანელმა, ნათია ბოჯგუამ დამსწრე საზოგადოებას მიაწოდა ინფორმაცია იურიდიული დახმარების სამსახურის სერვისების, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის, დისკრიმინაციის, ტოლერანტობის, ქალთა უფლებების, მიწის რეგისტრაციის, შრომის უფლებების და ტრეფიკინგის საკითხებზე.
შეხვედრის ბოლოს ადგილობრივებს ინდივიდუალურად გაეწიათ სამართლებრივი კონსულტაცია.

გამოგვიწერეთ
გვიყურეთ
მოგვწერეთ
RSS
Skip to content