იურიდიული დახმარების სამსახურის წარმომადგენლები საჯარო მოხელეებს შეხვდნენ

იურიდიული დახმარების სამსახურის წარმომადგენლები აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის, საკრებულოსა და ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
შეხვედრა კულტურისა და ხელოვნების განვითარების ცენტრის დარბაზში გაიმართა.
შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა აბაშის მუნიციპალიტეტის მერმა, გიგა გაბელაიამ.
იურიდიული დახმარების სამსახურის წარმომადგენელმა დიმიტრი ტორაძემ სპეციალური პრეზენტაციის ფარგლებში, დამსწრე საზოგადოებას მიაწოდა ინფორმაცია იურიდიული დახმარების სამსახურის სერვისების, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის, დისკრიმინაციის, ტოლერანტობის, ქალთა უფლებების, მიწის რეგისტრაციის, შრომის უფლებების და ტრეფიკინგის საკითხებზე. ასევე ფოთის იურიდიული დახმარების სამსახურის უფროსმა ნათია ბოჯგუამ ადგილობრივებს გააცნო ბიუროს მუშაობის სპეციფიკა და დაგეგმილი აქტივობები.
შეხვედრა გაიმართა მოსახლეობის აქტიური ჩართულობით.

 

გამოგვიწერეთ
გვიყურეთ
მოგვწერეთ
RSS
Skip to content