აბაშის მუნიციპალიტეტში სააღდგომო ნობათი 30-მდე ოჯახს გადაეცა.
სადღესასწაულო კალათები, რომელიც 16 სხავადასხვა სახეობის პროდუქტს მოიცავს, მარტოხელა მშობლებს, მრავალშვილიან, ასევე, მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფ ოჯახებს და მარტოხელა მოხუცებს გადასცეს.
სააღდგომო ნობათები მერის გიგა გაბელაიას, მერის პირველი მოადგილის, ირაკლი პერტენავას, მოადგილის, გიგა ჯვარელიას, მერიის ყველა თანამშრომლის უშუალო ჩართულობით და კერძო სექტორის, ინდ. მეწარმე „იური გუნიას“ მხარდაჭერით გამზადდა.
მერიის წარმომადგენლები ოჯახებს პირადად ესტუმრნენ, დამდეგი აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცეს და სააღდგომო ნობათი გადასცეს.