გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს

ძვირფასო აბაშელებო,
გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს! ქრისტე აღდგა!
მაცხოვრის ბრწყინვალე აღდგომა უდიდესი საუფლო დღესასწაულია, დღე, რომელიც რწმენითა და სიხარულით გვავსებს.
უფალმა მოგმადლოთ აღდგომის სიხარული თქვენ და სრულიად საქართველოს! გისურვებთ მშვიდობას, ურთიეთთანადგომას, სიყვარულს, ბედნიერ ხვალინდელ დღეს.
ეს დღე სიკვდილზე სიცოცხლის და ბოროტებაზე სიკეთის გამარჯვების, განახლების და იმედის დღესასწაულია.
ქრისტე აღდგა!
გილოცავთ!
გიგა გაბელაია,
აბაშის მუნიციპალიტეტის მერი

 

გამოგვიწერეთ
გვიყურეთ
მოგვწერეთ
RSS
Skip to content