მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 79 წელი გავიდა.
ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით აბაშის მუნიციპალიტეტის მერმა, გიგა გაბელაიამ, საკრებულოს თავმჯდომარემ, გელა ხოშტარიამ, მერიის სამსახურების წარმომადგენლებმა, მოქალაქეებმა, 9 მაისის მემორიალი ყვავილებით შეამკეს და მეორე მსოფლიო ომში დაღუპული მეომრების ხსოვნას პატივი მიაგეს.
მოსწავლეებმა წარმოადგინეს 9 მაისისადმი მიძღვნილი ლიტერატურული კომპოზიცია. ომში დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი აღავლინა დეკანოზმა კონსტანტინე კაჭარავამ.
საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ფაშიზმზე გამარჯვების 79-ე წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ერთჯერადი ფულადი სოციალური დახმარების სახით – 2000 ლარს, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები 1000 ლარს მიიღებენ, ამასთან ერთად, აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ომის მონაწილე ვეტერანთა დახმარების პროგრამის ფარგლებში, მეორე მსოფლიო ომის მონაწილე ორ ვეტერანს დავით კაჭარავას და გერონტი გოგავას 1000-1000 ლარი გადაეცათ.