ევროპის კვირეულის ფარგლებში ღონისძიება გაიმართა

აბაშის მუნიციპალიტეტში, ევროპის კვირეულის ფარგლებში, ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას სახელობის პარკში ღონისძიება გაიმართა.
საქართველოსა და ევროპის ჰიმნების ფონზე ახალგაზრდებმა საქართველოს და ევროპის დროშებით საზეიმო მსვლელობა მოაწყვეს.
საბავშვო ბაღების აღსაზრდელთა და სკოლების მოსწავლეთა მონაწილეობით ფლეშმობი გაიმართა. წარმოდგენილ იქნა მუსიკალური კომპოზიციები, მოძრავი თამაშები.
კულტურისა და ხელოვნების განვითარების ცენტრის საშემსრულებლო კოლექტივებმა წარმოადგინეს საბავშვო მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები.
ღონისძიებას მუნიციპალიტეტის მერი გიგია გაბელაია, მერიისა და საკრებულოს თანამშრომლები ესწრებოდნენ.

 

გამოგვიწერეთ
გვიყურეთ
RSS
Skip to content