დღეს ქართველი მწერლის, საზოგადო მოღვაწის, სქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსის, შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის ლაურეატის, კონსტანტინე გამსახურდიას დაბადების დღეა.
აბაშის მუნიციპალიტეტის მერმა, გიგა გაბელაიამ, საკრებულოს თავმჯდომარემ, გელა ხოშტარიამ, მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებმა, ყვავილებით შეამკეს ეროვნულ გმირთა, ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას სახელობის პარკში არსებული კონსტანტინე გამსახურდიას ბიუსტი და პატივი მიაგეს მწერლის ხსოვნას.
დღესვე, კულტურისა და ხელოვნების განვითარების ცენტრის დარბაზში კონსტანტინე გამსახურდიას დაბადებიდან 131-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
წარმოდგენილი იქნა ლიტერატურული კომპოზიციები კონსტანტინე გამსახურდიას რომანებიდან, მწერლისადმი მიძღვნილი ლექსები, შესრულდა ქართული ხალხური სიმღერები, საფორტეპიანო ნაწარმოებები.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ კულტურის ცენტრის შემოქმედებითი კოლექტივები, ხელოვნების სკოლის მოსწავლეები, დეკლამატორები.
კონსტანტინე გამსახურდიას დაბადებიდან 131-ე წლისთავისადმი მიძღვნილ საღამოს ესწრებოდნენ აბაშის მუნიციპალიტეტის მერი, გიგა გაბელაია, მერის პირველი მოადგილე, ირაკლი პერტენავა, მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები.
ამ დღესთან დაკავშირებით, კულტურის ცენტრში გაიხსნა ხელოვნების სკოლის სამხატვრო განყოფილების ახალგაზრდა მხატვართა ნამუშევრების გამოფენა.
გამოფენაზე წარმოდგენილია ელისაბედ სირგინავას, აზა მარუაშვილის, ვახო კუპრეიშვილის, ანასტასია მიგინეიშვილის, ანი ლიფარეიშვილის, თინათინ მიგინეიშვილის, მარიამ გოგავას, ლიზი რატიანისა და ნიკოლოზ სეისიანის ფერწერული ტილოები (პედაგოგი – შაქრო ტყვაცირია).
ღონისძიება აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, ძეგლთა დაცვისა და ტურიზმის განვითარების სამსახურისა და ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრის ორგანიზებით გაიმართა.