გილოცავთ 26 მაისს

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, აბაშის მუნიციპალიტეტის მერმა გიგა გაბელაიამ, საკრებულოს თავმჯდომარესთან გელა ხოშტარიასთან, მოადგილეებთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოს ერთიანობისა და თავისუფლებისათვის დაღუპულთა ხსოვნის მემორიალი ყვავილებით შეამკო.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ხელოვნების სკოლაში ამ წუთებში ,,ქართული მუსიკის კონცერტი“ მიმდინარეობს.
კულტურისა და ხელოვნების განვითარების ცენტრში გამოფენილია აბაშელ ხელოვანთა ნამუშევრები.
17:00 სთ-ზე კულტურისა და ხელოვნების განვითარების ცენტრის შემოქმედებითი კოლექტივების მონაწილეობით გაიმართება საზეიმო კონცერტი.
ერთად აღვნიშნოთ საქართველოს დამოუკიდებლობა!
გილოცავთ 26 მაისს!

 

 

გამოგვიწერეთ
გვიყურეთ
მოგვწერეთ
RSS
Skip to content