საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ,,ქართული მუსიკის კონცერტი“ გაიმართა

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ხელოვნების სკოლაში ,,ქართული მუსიკის კონცერტი“ გაიმართა.
ხელოვნების სკოლის საფორტეპიანო განყოფილებისა და სიმღერის სპეციალობის მოსწავლეებმა შეასრულეს ქართველი კომპოზიტორების საფორტეპიანო ნაწარმოებები და საესტრადო სიმღერები.
კულტურისა და ხელოვნების განვითარების ცენტრის დარბაზში, ცენტრის შემოქმედებითი კოლექტივების მონაწილეობით საზეიმო კონცერტი გაიმართა.
17:10 საათზე შესრულდა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი.
გამოიფინა აბაშელ ხელოვანთა ნამუშევრები.
საზეიმო კონცერტს მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ღონისძიება მერიის კულტურის, ძეგლთა დაცვის და ტურიზმის განვითარების სამსახურისა და კულტურისა და ხელოვნების განვითარების ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა.

 

გამოგვიწერეთ
გვიყურეთ
მოგვწერეთ
RSS
Skip to content