აბაშელმა სპორტსმენებმა ჩემპიონობა მოიპოვეს

საქართველოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე, მაგიდის ჩოგბურთსა და მძლეოსნობაში, აბაშელმა სპორტსმენებმა ჩემპიონობა მოიპოვეს და 3 ოქროს, 1 ვერცხლისა და 4 ბრინჯაოს მედლით დაბრუნდნენ.
საქართველოს ჩემპიონები გახდნენ მაგიდის ჩოგბურთში ნინი ლიპარტია, მძლეოსნობაში კი თაზო რურუა.
ნინიმ საქართველოს ახალგაზრდულ პირველობაზე მაგიდის ჩოგბურთში, U19 ასაკობრივ კატეგორიაში (გოგონებში) პირველი ადგილი დაიკავა, ასევე პირველი ადგილის მფლობელი გახდა წყვილებში თამაშისას აფხაზეთის კლუბის წარმომადგენელთან ერთად და საქართველოს ჩემპიონის ტიტულების მფლობელი გახდა. შერეულ წყვილებში ასპარეზობისას, კი, ასევე, აფხაზეთის კლუბის წარმომადგენელ ვაჟთან ერთად, მესამე ადგილი დაიკავა.
ნინი ლიპარტიამ საქართველოს ახალგაზრდულ პირველობაზე მიღწეული გამარჯვებებით მსოფლიო სერიის ჩემპიონატზე მონაწილეობის უფლება მოიპოვა, რომელიც სექტემბერში ჩატარდება.
საქართველოს ახალგაზრდული პირველობაზე წარმატებით იასპარეზა აბაშელმა სპორტსმენმა ანი ცომაიამ, რომელმაც U11 ასაკობრივ კატეგორიაში (გოგონებში) მესამე ადგილი დაიკავა.
თაზო რურუამ, საქართველოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე მძლეოსნობაში, 400 მ დისტანციაზე პირველი ადგილი დაიკავა და საქართველოს ჩემპიონი გახდა, ხოლო მეორე ადგილზე გავიდა 200 მ დისტანციაში. თაზო მძლეოსნობაში საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრი გახდა.
კიდევ ერთმა სპორტსმენმა, ცოტნე რურუამ კი 800 მ და 1500 მ დისტანციაზე მესამე ადგილები დაიკავა.
ახალგაზრდულ პირველობაზე აბაშელი სპორტსმენები შესაბამისი ხარისხის მედლებით, დიპლომებითა და თასებით დაჯილდოვდნენ.
ვულოცავთ აბაშელ სპორტსმენებს ამ მნიშვნელოვან გამარჯვებას, ვუსურვებთ შემდგომ წარმატებებს.

გამოგვიწერეთ
გვიყურეთ
მოგვწერეთ
RSS
Skip to content