„კულტურული მემკვიდრეობის დღეების“ ფარგლებში სხვადასხვა აქტივობა გაიმართა

აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, ძეგლთა დაცვისა და ტურიზმის განვითარების სამსახურის პროექტის, „კულტურული მემკვიდრეობის დღეების“ ფარგლებში, ტყვირის მაცხოვრის სახელობის ეკლესიაში სხვადასხვა აქტივობა გაიმართა.
ტყვირის მაცხოვრის სახელობის ეკლესიის ეზოში დასუფთავების აქცია მოეწყო, აქციაში ჩაერთვნენ პირველი, მეორე და ტყვირის საჯარო სკოლის მოსწავლეები, პედაგოგები, მერიის კულტურის, ძეგლთა დაცვის და ტურიზმის განვითარების სამსახურის თანამშრომლები.
გამოიფინა ხელოვნების სკოლასთან არსებული სამხატვრო განყოფილების მოსწავლეების მიერ შექმნილი ნამუშევრები, პატარა მხატვრებმა ადგილზე შექმნეს თემატური ნახატები.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ფოლკლორული ანსამბლი „ჯარგვალი“ და სალოტბარო სკოლის მოსწავლეები, შესრულდა საგალობლები, ფოლკლორული სიმღერები.
ღონისძიებას, რომელიც კულტურის, ძეგლთა დაცვისა და ტურიზმის განვითარების სამსახურის ორგანიზებით გაიმართა, მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
პროექტის „კულტურული მემკვიდრეობის დღეების“ მიზანია, კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელობისა და მრავალფეროვნების შესახებ ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება.

გამოგვიწერეთ
გვიყურეთ
მოგვწერეთ
RSS
Skip to content