21 ივნისს აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე N10 სხდომა გაიმართა.
სხდომას უძღვებოდა საკრებულოს თავმჯდომარე გელა ხოშტარია.
საკრებულოს წევრებმა განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხები:
1. აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 21 ივნისის რიგგარეშე N10 სხდომის დღის წესრიგის პროექტის დამტკიცების შესახებ.
მომხსენებელი გელა ხოშტარია-აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე.
2. ,,აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ონტოფოს დამისამართების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 11 აგვისტოს N60 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
მომხსენებელი გია კუცია-აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აგრარულ და მიწის საკითხთა კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი.

გამოგვიწერეთ
გვიყურეთ
მოგვწერეთ
RSS
Skip to content