სამხატვრო განყოფილების მოსწავლეთა ნახატების გამოფენა გაიმართა

აბაშის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ხელოვნების განვითარების ცენტრის ხელოვნების სკოლის სამხატვრო განყოფილების (პედაგოგი შაქრო ტყვაცირია), სასწავლო წლის დასრულებასთან დაკავშირებით, მოსწავლეთა ნახატების გამოფენა გაიმართა.
გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ფერწერაში შესრულებული სხვადასხვა ჟანრის, 30 მოსწავლის 90-მდე აბსტრაქციული და რეალისტური ნახატი.
გამოფენა აბაშის მუნიციპალიტეტის მერმა, გიგა გაბელაიამ, კულტურის, ძეგლთა დაცვის და ტურიზმის განვითარების სამსახურის უფროსთან, შალვა დარცმელიძესთან ერთად დაათვალიერა.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ახალგაზრდები აქ ეზიარებიან ხელოვნებას, მასწავლებლის დახმარებით ეცნობიან ეროვნულ კულტურულ მემკვიდრეობას, ქართულ და მსოფლიოს ხელოვნების ნიმუშებს, უყალიბდებათ ესტეთიკური გემოვნება. ჩვენი მიზანია ხელი შევუწყოთ ამ ღირსეულ საქმეს, ძალიან სასიხარულოა, რომ ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდაა აბაშაში, აქ მიღებული გამოცდილება და ცოდნა, მათ მომავალ წარმატებულ პროფესიულ საქმიანობაში დაეხმარება, გამოფენაზე წარმოდგენელი ნახატები ხალასი, ნათელი ფერებით და შესრულების ინდივიდუალური ტექნიკით გამოირჩეოდა, მნახველში მართლაც იწვევს აღფრთოვანებას, ამიტომაც ერთ-ერთი ფერწერული ნამუშევარი შევიძინე, წარმატებებს ვუსურვებ ჩვენს პატარა მხატვრებს”,-აღნიშნა გიგა გაბელაიამ.

გამოგვიწერეთ
გვიყურეთ
მოგვწერეთ
RSS
Skip to content