პირველ საჯარო სკოლაში შეხვედრა გაიმართა

აბაშის მუნიციპალიტეტის მერმა, გიგა გაბელაიამ, საკრებულოს თავმჯდომარესთან, გელა ხოშტარიასთან, მოადგილესთან, გიგა ჯვარელიასთან, ინფრასტრუქტურის და ურბანული განვითარების სამსახურის უფროსთან იასონ კიზირიასთან, საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსთან, ნატა გელიტაშვილთან ერთად, პირველი საჯარო სკოლის სპორტული ინფრასტრუქტურა დაათვალიერა და არსებულ მდგომარეობას გაეცნო.
გიგა გაბელაიამ, მერიის წარმომადგენლებთან, რესურსცენტრის უფროსთან და სკოლის დირექტორთან, ინეზა ბოკუჩავასთან ერთად განიხილა სპორტულ დარბაზთან დაკავშირებული პრობლემები და მისი გადაჭრის გზები.
„სკოლებში კეთილმოწყობილი სპორტული დარბაზების მოწყობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, ეს ხელს შეუწყობს სამუშაო და სასწავლო პირობების გაუმჯობესებას, და სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესის ხარისხის ამაღლებას, ჯანსაღი და სპორტული ცხოვრების წესის დამკვიდრებასა და სხვადასხვა სპორტული სახეობების პოპულარიზაციას მოსწავლეთა შორის.
ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება, შესაბამისი ინფრასტრუქტურული მზაობა, ადგილობრივი თვითმმართველობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ამ მიმართულებით მიმდინარეობს არაერთი სპორტული ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება. ყველაფერს გავაკეთებთ, რათა მომავალი სასწავლო წლიდან ჩვენმა მოსწავლეებმა კეთილმოწყობილ სპორტულ დარბაზში განაახლონ მეცადინეობა,“-განაცხადა გიგა გაბელაიამ.

გამოგვიწერეთ
გვიყურეთ
RSS
Skip to content