აბაშის საცხენოსნო იპოდრომზე დოღი გაიმართა

აბაშის მუნიციპალიტეტის საცხენოსნო იპოდრომზე, მერიის ინიციატივითა და ორგანიზებით დოღი გაიმართა.
დოღში სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან საცხენოსნო კლუბების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
ღონისძიებას მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
1400 მეტრსა და 2000 მეტრზე დოღში გაიმარჯვა აბაშელმა მხედარმა საბა ხურციამ, ასევე პირველი ადგილის მფლობელი გახდა 1600 მეტრზე გარბენში საბა თელია.
1000 მეტრზე დისტანციაზე დოღში გაიმარჯვა ზუგდიდელმა მხედარმა გიორგი ძაგანიამ.
უფროსი ასაკის ცხენებს შორის დოღში გაიმარჯვა ყულარის ცხენმა (მარნეული), მხედარი თორნიკე თოდრია.
გამარჯვებული გუნდები და ცხენოსნები, ფულადი ჯილდოებითა და სხვადასხვა პრიზით დაჯილდოვდნენ.

გამოგვიწერეთ
გვიყურეთ
RSS
Skip to content