2008 წლის აგვისტოს ომიდან 16 წელი გავიდა

2008 წლის აგვისტოს ომიდან 16 წელი გავიდა.
აბაშის მუნიციპალიტეტში, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს.
აბაშის მუნიციპალიტეტის მერი, გიგა გაბელაია, მერის პირველი მოადგილე, ირაკლი პერტენავა, მოადგილე, გიგა ჯვარელია, საკრებულოს თავმჯდომარე, გელა ხოშტარია, სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და რეკრუტირების აბაშის მუნიციპალური განყოფილების უფროსი, კაპიტანი ზაალ გარუჩავა, ამავე განყოფილების უფროსი სერჟანტი, ამირან რურუა, მერიის სხვადასხვა სამსახურისა და საკრებულოს წარმომადგენლებთან ერთად სოფელ ონტოფოში, ვაზიანის სამხედრო ბაზის იურისტის, უფროსი ლეიტენანტის, ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენოსანის, გიორგი ნადარეიშვილის საფლავზე იმყოფებოდნენ, ოჯახის წევრებს მიუსამძიმრეს და ყვავილებით შეამკეს საფლავი.
ონტოფოს წმ. ბარბარეს სახელობის ტაძრის მოძღვარმა, მამა გიორგიმ გმირთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა.
აბაშის მუნიციპალიტეტიდან 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაიღუპნენ: სამხედრო ბაზის იურისტი, უფროსი ლეიტენანტი, ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენოსანი, გიორგი ნადარეიშვილი და ვაზიანის მეოთხე ქვეითი ბრიგადის 42-ე ბატალიონის, მეორე მსუბუქი ქვეითი ასეულის მეთაური, ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენოსანი, უფროსი ლეიტენანტი, სერგო მელია. სერგო მელია დაკრძალულია თბილისში, ძმათა სასაფლაოზე.
გიორგი ნადარეიშვილის ოჯახს მუნიციპალური სოციალური დახმარების პროგრამის ფარგლებში 500 ლარი გადაერიცხა.
2008 წლის აგვისტოს ომის მეთექვსმეტე წლისთავთან დაკავშირებით, აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის შენობასთან აგვისტოს ომში საქართველოს დამოუკიდებლობისა და ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, სახელმწიფო დროშები დაეშვა.
საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე, სახელმწიფო დროშები დაშვებულია საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.

გამოგვიწერეთ
გვიყურეთ
RSS
Skip to content