ფეინთბოლის მუნიციპალური ჩემპიონატი გაიმართა

წყემის ადმინისტრაციულ ერთეულში, “ახალგაზრდული დღეები-2024“-ის ფარგლებში, ფეინთბოლის მუნიციპალური ჩემპიონატი გაიმართა.
ჩემპიონატში ადმინისტრაციული ერთეულების გუნდებმა და მოხალისე ახალგაზრდებმა მიიღეს მონაწილეობა.
პირველი ადგილი მოიპოვა მარნის გუნდმა, მეორე ადგილზე გავიდა ეწერის გუნდი, მესამე ადგილი წილად ხვდა ქალაქის გუნდს „შევარდენს“.
ჩემპიონატს აბაშის მუნიციპალიტეტის მერი, გიგა გაბელაია, მოადგილესთან, გიგა ჯვარელიასთან, მერიის წარმომადგენლებთან და გულშემატკივრებთან ერთად ესწრებოდა.
ფეინთბოლი არის ექსტრემალური, ტაქტიკურ-სპორტული თამაში, რომელიც წარმოადგენს საბრძოლო მოქმედებების იმიტაციას განსაზღვრულ ტერიტორიაზე.
ღონისძიების ჩატარების მიზანს წარმოადგენდა სპორტის განვითარება და მუნიციპალიტეტში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება.
ფეინთბოლის მუნიციპალური ჩემპიონატი აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის მხარდაჭერითა და ფეინთბოლის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით გაიმართა.
აბაშის მუნიციპალიტეტში „ახალგაზრდული დღეები – 2024“ გრძელდება.

გამოგვიწერეთ
გვიყურეთ
RSS
Skip to content