ჩემპიონატში ადმინისტრაციული ერთეულების გუნდებმა და მოხალისე ახალგაზრდებმა მიიღეს მონაწილეობა.
▶️პირველი ადგილი მოიპოვა მარნის გუნდმა, მეორე ადგილზე გავიდა ეწერის გუნდი, მესამე ადგილი წილად ხვდა ქალაქის გუნდს „შევარდენს“.
▶️ჩემპიონატს აბაშის მუნიციპალიტეტის მერი, გიგა გაბელაია, მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თამჯდომარე როინი კაჭარავა, საკრებულოსა და მერიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
▶️ფეინთბოლი არის ექსტრემალური, ტაქტიკურ-სპორტული თამაში, რომელიც წარმოადგენს საბრძოლო მოქმედებების იმიტაციას განსაზღვრულ ტერიტორიაზე.
ღონისძიების ჩატარების მიზანს წარმოადგენდა სპორტის განვითარება და მუნიციპალიტეტში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება.
▶️აბაშის მუნიციპალიტეტში „ახალგაზრდული დღეები – 2024“ გრძელდება.



