ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება გრძელდება

აბაშის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება აქტიურად გრძელდება.
მიმდინარე სამუშაოები, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ, ლუდუკ ხასიამ, აბაშის მუნიციპალიტეტის მერთან, გიგა გაბელაიასთან ერთად დაათვალიერა.
დავით კაჭარავას ქუჩაზე, პირველ და მეორე ჩიხებში, ჯამში 3500 მეტრზე, რკინა-ბეტონის სანიაღვრე არხების, ტროტუარებისა და განათების მოწყობა მიმდინარეობს. სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება.
პირველი მაისის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ ქვიშანჭალაში N1 და გაუწყინარის N2 ქუჩაზე, 2 კმ-მდე გზაზე მოეწყო ასფალტო-ბეტონის საფარი. აღნიშნული სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსდა.
ქოლობნისა და ტყვირის შიდასამიმოსვლო საავტომობილო გზაზე, ხიდთან, 40 მეტრი ნაპირდამცავი გაბიონის მოწყობა და არხის ამოწმენდის სამუშაოები მიმდინარეობს.
სამუშაოები საქართველოს მთავრობის განკარგულებით, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების პროექტის ფარგლებში ფინანსდება.

გამოგვიწერეთ
გვიყურეთ
RSS
Skip to content