ფრენბურთის მუნიციპალური ჩემპიონატი დაიწყო

„ახალგაზრდული დღეები-2024“-ის ფარგლებში, ფრენბურთის მუნიციპალური ჩემპიონატი დაიწყო.
ჩემპიონატში ადმინისტრაციული ერთეულებიდან 9 გუნდი მონაწილეობს.
ასევე გრძელდება მუნიციპალური ჩემპიონატი მინი ფეხბურთში.
გამარჯვებულ გუნდს თასი, გუნდის წევრებს მედლები და დიპლომები გადაეცემა.
ფინალური შეხვედრები გაიმართება 22 აგვისტოს.
„ახალგაზრდული დღეები -2024“ აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით მიმდინარეობს.
ღონისძიების მიზანია აბაშის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდა კულტურულ და სპორტულ ცხოვრებაში, ახალგაზრდების თავისუფალი დროის გონივრულად, საინტერესოდ და სწორად ორგანიზება, ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია.

გამოგვიწერეთ
გვიყურეთ
RSS
Skip to content