ფინალური შეხვედრა გაიმართა

აბაშის მუნიციპალიტეტში „ახალგაზრდული დღეები-2024“ სხვადასხვა საინტერესო სპორტული აქტივობით იყო დატვირთული.
პროექტის ფარგლებში ახალგაზრდული ჩემპიონატი გაიმართა ფრენბურთში, რომელშიც ადმინისტრაციული ერთეულებიდან 9 გუნდი მონაწილეობდა. დღეს კი საინტერესო და დაძაბული ფინალი შედგა ნაესაკოვოსა და სეფიეთის გუნდებს შორის. გამარჯვება ნაესაკოვოს გუნდმა მოიპოვა.
ასეთივე დაძაბული ფინალური მატჩი გაიმართა მინი ფეხბურთში ტყვირისა და ქოლობნის გუნდებს შორის. გამარჯვება წილად ხვდა ტყვირის გუნდს.
გამარჯვებულ გუნდებს თასები, I და II ადგილზე გასულ გუნდის წევრებს შესაბამისი ხარისხის მედლები და სიგელები გადასცა აბაშის მუნიციპალიტეტის მერმა, გიგა გაბელაიამ.
ტურნირის საუკეთესო მოთამაშე გახდა ტყვირის გუნდის ფეხბურთელი რომან სოლომონია, ასევე დაჯილდოვდა ტურნირის საუკეთესო მსაჯი, თორნიკე ძველაია.
ღონისძიება აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით გაიმართა.

გამოგვიწერეთ
გვიყურეთ
RSS
Skip to content