ბიუროს N28 სხდომა.

29 აგვისტოს აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს N28 სხდომა გაიმართა.
სხდომას უძღვებოდა საკრებულოს თავმჯდომარე გელა ხოშტარია.
ბიუროს წევრებმა განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხები:
1. საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ შესაბამისად, აბაშის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წინასაარჩევნო კამპანიასთან (აგიტაციასთან) დაკავშირებით ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ.
2. 2024 წლის 26 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით, აბაშის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საარჩევნო ღონისძიებების ჩასატარებლად შენობა-ნაგებობების გამოყოფის შესახებ.
მომხსენებელი ტატიანა ხოშტარია-აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ, სამანდატო საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარე.
3. აბაშის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ა(ა)იპ კოალიცია ,,სოციალური რეფორმებისათვის“ პირდაპირი განკარგვის წესით, სარგებლობის უფლებით, უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემასთან დაკავშირებით, აბაშის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ.
მომხსენებელი გია კუცია-აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინფრასტრუქტურის ეკონომიკური და ქონების მართვის კომისიის თავმჯდომარე.
4. აბაშის მუნიციპალიტეტის 2024 წლის მეორე კვარტლის ბიუჯეტის შესრულების შესახებ.
მომხსენებელი დავით ცანავა-აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე.
5. აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, ძეგლთა დაცვისა და ტურიზმის განვითარების სამსახურის ანგარიში 2024 წლის 6 თვეში გაწეული მუშაობის შესახებ.
მომხსენებელი კონსტანტინე კუჭუხიძე-აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალური, განათლების და კულტურის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე.
6. აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომის მოწვევის შესახებ.
მომხსენებელი გელა ხოშტარია-აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე.

გამოგვიწერეთ
გვიყურეთ
RSS
Skip to content