სხდომას უძღვებოდა საკრებულოს თავმჯდომარე გელა ხოშტარია.
საკრებულოს წევრებმა განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხები:
1. აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 30 აგვისტოს მორიგი N15 სხდომის დღის წესრიგის პროექტის დამტკიცების შესახებ.
მომხსენებელი გელა ხოშტარია-აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე.
2. საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ შესაბამისად, აბაშის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წინასაარჩევნო კამპანიასთან (აგიტაციასთან) დაკავშირებით ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ.
3. 2024 წლის 26 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით, აბაშის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საარჩევნო ღონისძიებების ჩასატარებლად შენობა-ნაგებობების გამოყოფის შესახებ.
მომხსენებელი დიმიტრი ცანავა-აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი.
4. აბაშის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ა(ა)იპ კოალიცია ,,სოციალური რეფორმებისათვის“ პირდაპირი განკარგვის წესით, სარგებლობის უფლებით, უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემასთან დაკავშირებით, აბაშის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ.
მომხსენებელი ლევან მელაძე-აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის და მუნიციპალური სერვისების სამსახურის უფროსი.
5. აბაშის მუნიციპალიტეტის 2024 წლის მეორე კვარტლის ბიუჯეტის შესრულების შესახებ.
მომხსენებელი თეიმურაზ ნოდია-აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი.
6. აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, ძეგლთა დაცვისა და ტურიზმის განვითარების სამსახურის ანგარიში 2024 წლის 6 თვეში გაწეული მუშაობის შესახებ.
მომხსენებელი შალვა დარცმელიძე -აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, ძეგლთა დაცვისა და ტურიზმის განვითარების სამსახურის უფროსი.