აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, ძეგლთა დაცვის და ტურიზმის განვითარების სამსახურის ორგანიზებით, საჯარო სკოლების მოსწავლეებისთვის ,,ვეფხისტყაოსნის“ სამაგიდო თამაშის მუნიციპალური ტურნირი გაიმართა.
ტურნირს უძღვებოდა პროექტის ავტორი, ფილოლოგიის დოქტორი ლევან გელაშვილი.
პროექტის ავტორი, ლევან გელაშვილი მოსწავლეებს ესაუბრა ,,ვეფხისტყაოსნის” ავტორზე, ხელნაწერებზე, გამოცემებზე, პერსონაჟებზე, ასევე სამაგიდო თამაშების ისტორიასა და სხვა საინტერესო საკითხებზე. უპასუხა დასმულ შეკითხვებს,
ტურნირში მუნიციპალიტეტის 10 საჯარო სკოლის 20 მოსწავლე მონაწილეობდა. ჩატარდა სამაგიდო თამაში (რუკის), აფორიზმების კუბიკ-რუბიკი, აფორიზმების ფაზლი-ლოტო (ფერადი პრინტით და ბრენდირებული ტომრით), ემოჯი აფორიზმები.
ინტელექტუალური ჩემპიონატის შედეგად სამი გამარჯვებული გუნდი გამოვლინდა: I ადგილი – სამიქაოს საჯარო სკოლა, II ადგილი – საგვაზაოს საჯარო სკოლა, III ადგილი – პ.მაისის საჯარო სკოლა.
გამარჯვებულ გუნდებს გადაეცათ სერტიფიკატები და ფასიანი საჩუქრები. ყველა მონაწილეს კი სერტიფიკატი და ბრენდირებული საჩუქრები.
ღონისძიებას ესწრებოდნენ მერიის კულტურის, ძეგლთა დაცვის და ტურიზმის განვითარების სამსახურის უფროსი, შალვა დარცმელიძე, აბაშის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი, ნატა გელიტაშვილი, პირველი საჯარო სკოლის დირექტორი ინესა ბოკუჩავა, პედაგოგები, მოსწავლეები.
პროექტი მიზნად ისახავს „ვეფხისტყაოსნის“ პოპულარიზაციას, სკოლებში კოლექტიური თამაშების ჩატარებას, არტწიგნებით და დაფის თამაშებით, როგორც თანამედროვე ხელოვნების მიმართულებებით ახალგაზრდების დაინტერესებას.