აბაშის საცხენოსნო იპოდრომზე საქართველოს პირად-გუნდური პირველობა ხალხურ ცხენოსნობაში დაიწყო

აბაშის საცხენოსნო იპოდრომზე, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით დღეს დაიწყო და 29 სექტებერს დასრულდება საქართველოს პირად-გუნდური პირველობა ხალხურ ცხენოსნობაში.
დღეს ცხენბურთსა და ისინდში ერთმანეთს აბაშის, სამტრედიის, მარტვილისა და ჭალადიდის გუნდები ეჯიბრებოდნენ.
გამარჯვება მოიპოვეს და ფინალში მონაწილეობას მიიღებენ აბაშისა და ჭალადიდის გუნდები.
შეგახსენებთ, რომ ღონისძიების ფარგლებში გაიმართება დოღები;
2 წლიანი ცხენები – 1600 მეტრი
3 წლიანი და უფროსი ასაკის ცხენები – 2000 მეტრი
მარულა – 6000 მეტრი
გამარჯვებულ გუნდებს და ცხენოსნებს, ფულადი ჯილდოები და სხვადასხვა პრიზი გადაეცემათ.

გამოგვიწერეთ
გვიყურეთ
RSS
Skip to content