დღეს, სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ინიციატივითა და ორგანიზებით, რუხის ციხესთან აბაშის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ლიტერატურული კომპოზიცია წარმოადგინეს.
მოსწავლეებმა და პედაგოგებმა ისაუბრეს ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებზე, გაიხსენეს აფხაზეთის ომში დაღუპული გმირები და ცრემლიანი ისტორიები.
მოსწავლეებმა ქართული და აფხაზური სიტყვებით გაუგზავნეს სიყვარული და მონატრება მათთვის უცნობ, მაგრამ ახლობელ აფხაზეთს. რუხის ციხიდან, ნიშნად მეგობრობისა და კეთილი სურვილებისა, აუშვეს ფრანები.
მათ სურვილებს კიდევ ერთი სურვილი მიემატა-მალე გადალახონ ენგურის ხიდი და მიესალმონ აფხაზ თანატოლებს:
გამარჯობა აფხაზეთო შენი!
ბზიარა უბაიტ აფსუა!