სხდომას უძღვებოდა საკრებულოს თავმჯდომარე გელა ხოშტარია.
ბიუროს სხდომაზე განხილულ იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხები:
1. აბაშის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვის დაწყების შესახებ.
მომხსენებელი დავით ცანავა-აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე.
2. ,,აბაშის მუნიციპალიტეტის ქონების 2024 წლის საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 26 თებერვლის N7 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე .
3. ,,აბაშის მუნიციპალიტეტის ქონების 2024 წლის პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 26 თებერვლის N8 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
მომხსენებელი გია მიგინეიშვილი-აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინფრასტრუქტურის ეკონომიკური და ქონების მართვის კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი.
4. აბაშის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის მესამე კვარტლის შესრულების შესახებ.
მომხსენებელი დავით ცანავა-აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე.
5. აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ანგარიში 2024 წლის 9 თვეში გაწეული მუშაობის შესახებ.
მომხსენებელი კონსტანტინე კუჭუხიძე-აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალური, განათლების და კულტურის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე.
6. აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომის მოწვევის შესახებ.
მომხსენებელი გელა ხოშტარია-აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე.



