მოქმედი და დაგეგმილი მუნიციპალური სოციალური პროგრამები

ყველასათვის თანასწორ შესაძლებლობათა უზრუნველყოფა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისა და ინტერესების რეალიზება აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ერთ-ერთი პრიორიტეტია.
ამ მიმართულებით აბაშის მუნიციპალიტეტის მერიაში მოქმედებს და დაგეგმილია არაერთი მნიშვნელოვანი მუნიციპალური სოციალური პროგრამა, რაც ყოველ წელს კიდევ უფრო ძლიერდება.
აბაშის მუნიციპალიტეტში 2024 წელს მოქმედებს სულ 18 მუნიციპალური სოციალური პროგრამა. მათ შორის 6 მუნიციპალური პროგრამით სარგებლობენ შშმ პირები.
2024 წელს შემდეგი პროგრამებით დახმარება გაეწიათ:
1. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების (0-დან 18 წლის ასაკამდე) დახმარების პროგრამა. ბავშვი -46, თანხა -11 500 ლარი.
2. მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის (I ჯგუფი) მქონე პირების დახმარების პროგრამა. 163 ბენეფიციარი, თანხა 40 750 ლარი.
3. ყრუ-მუნჯებისა და ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე ავარიული სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციის მონაწილეების დახმარების პროგრამა. ბენეფიციარი-11, თანხა -2 750.
4. დიალიზის პროგრამაში მონაწილე ავადმყოფთა მგზავრობის მხარდაჭერის პროგრამით (ყოველთვიური ფულადი დახმარებით) 26 ბენეფიციარი, თანხა 55 600ლარი.
5. ,,შშმ ბავშვთა დღის ცენტრის მომსახურებით მოსარგებლე ბავშვთა ხელშეწყობის პროგრამით“ გათვალისწინებულია შშმ ბავშვთა ოჯახების ფინანსური დახმარება ყოველკვარტალურად. ბავშვი-6, თანხა 3 600 ლარი.
6. ,,მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების პროგრამის“ ფარგლებში, სამედიცინო მომსახურებასთან ერთად, შესაძლებლია ბავშვების (0-დან 18 წლამდე ) და შშმ პირების დაფინანსება, რომლებიც საჭიროებენ აბილიტაციას/რეაბილიტაციას სპეციალიზირებულ ან სამედიცინო დაწესებულებებში. დახმარება გაეწია- 4 შშმ ბავშვს და 18 წლის ასაკის ზემოთ- 1 ბენეფიციარს.
2024 წელს ერთჯერადი ფინანსური დახმარება 250 ლარამდე გაეზარდათ შემდეგი პროგრამების ბენეფიციარებს:
1) ,,შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების (0-დან 18 წლის ასაკამდე) დახმარების პროგრამა“.
2),,ყრუ-მუნჯებისა და ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე ავარიული სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციის მონაწილეების დახმარების პროგრამა“.
ასევე, 2024 წელს ამოქმედდა ახალი მუნიციპალური სოციალური ,,შშმ ბავშვთა დღის ცენტრის მომსახურებით მოსარგებლე ბავშვთა ხელშეწყობის პროგრამა“. აბაშის მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს შშმ ბავშვთა დღის ცენტრი, ა(ა)იპ კოალიცია ”სოციალური რეფორმებისათვის“ ახორციელებს „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამის „დღის ცენტრების“ ქვეპროგრამას“.
ამ პროგრამის ფარგლებში 2024 წელს გათვალისწინებულია შშმ ბავშვთა დღის ცენტრის მომსახურებით მოსარგებლე ბავშვების ყოველკვარტალურად ფინანსური დახმარება, თითოეულ ბავშვზე 200 ლარის ოდენობით.
მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით შექმნილია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭო და დამტკიცებულია ,,აბაშის მუნიციპალიტეტის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის 2024 წლის სამოქმედო გეგმა“. მუნიციპალიტეტში მოქმედ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოში წევრის სტატუსით წარმოდგენილია სულ 4 შშმ პირი.
2024 წელს საჭიროების მქონე 2 პირს გადაეცა ეტლ-სავარძელი.
2025 წლის ბიუჯეტით დაგეგმილია, ,,შშმ ბავშვთა დღის ცენტრის მომსახურებით მოსარგებლე ბავშვთა ხელშეწყობის პროგრამით“ მოსარგებლეებს გაეზარდოს ფულადი დახმარება.
2025 წლიდან ,,შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20, 35-ე და 37-ე მუხლებით განსაზღვრულია მუნიციპალიტეტში პერსონალური ასისტენტის სერვისის დანერგვის საკითხი და დელეგირების ვალდებულება ადგილობრივი თვითმმართველობის უწყებებზე და შესაბამისად, ამოქმედდება პერსონალური ასისტენტის სერვისის პროგრამა. პროგრამის მიზანია შშმ პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების და საზოგადოებაში ინტეგრირების ხელშეწყობა, პერსონალური ასისტირების საშუალებით.

გამოგვიწერეთ
გვიყურეთ
RSS
Skip to content